26 სექტემბერი 2020,   06:09
ვრცლად
თბილისის ზღვასთან მდებარე მიწის ნაკვეთების მფლობელები ლანდშაფტურ-რეკრეაციული ზონის სტატუსის მოხსნას ითხოვენ

თბილისის ზღვასთან მდებარე მიწის ნაკვეთების მფლობელებმა აქცია გამართეს. მათი მოთხოვნაა, საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს მოეხსნას ლანდშაფტურ-რეკრეაციული ზონის სტატუსი და ყადაღა.

აქციის მსვლელობისას ადგილზე თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი მივიდა. მან მიწის ნაკვეთის მფლობელებს ახლად შემუშავებული სანიტარული დაცვის წესები გააცნო, რაც ტერიტორიების მფლობელებს მშენებლობის წარმოების საშუალებას მისცემს.

დღის ამბები