26 სექტემბერი 2020,   06:42
ვრცლად
15 სექტემბრამდე დაბადებულ პირველკლასელებს სწავლის დაწყების შესაძლებლობა 15 სექტემბრამდე ექნებათ - ეკატერინე დგებუაძე

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ, "დღის კურიერის" ეთერში სასწავლო პროცესის დაწყების თარიღთან დაკავშირებით, ახალი ინფორმაცია გაავრცელა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მოსწავლეს, რომელიც 15 სექტემბრამდეა დაბადებული სწავლის დაწყება შეეძლება 15 სექტემბრამდე, მისივე თქმით, ეს მხოლოდ პირველკლასელებს ეხებათ. 

"სასწავლო პროცესი დაიწყება 15 სექტემბერს საჯარო სკოლებში, ხოლო კერძო სკოლებს უფლება აქვთ სასწავლო პროცესი უფრო ადრე დაიწყონ. მაგრამ არის ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც უნდა იცოდეს საზოგადოებამ. თუ მოსწავლე 15 სექტემბრამდე არის დაბადებული, მაშინ სკოლას აქვს უფლება პირველკლასელებისთვის სწავლა 15 სექტემბრამდე დაიწყოს. თუკი ბავშვი 15 სექტემბრამდე არ არის დაბადებული, მას არ აქვს უფლება სწავლა დაიწყოს 15 სექტემბრამდე.

განსხვავებული რეგულაცია მოქმედებს იმ შემთხვევაში თუ საუბარია მე-2 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებზე. მნიშვნელოვანი მესიჯი არის ის, რომ მოსწავლე 15 სექტემბრამდე უნდა იყოს დაბადებული. თუ კერძო სკოლა იწყებს სწავლას 1 სექტემბერს, მაშინ მოსწავლე, რომელიც აქ სწავლობს პირველ სექტემბრამდე უნდა იყოს დაბადებული.

თუკი ამ რეგულაციას მიყვება კერძო სკოლა, მაშინ ის მიიღებს უფლებას, რომ სწავლა 15 სექტემბრამდე ადრე დაიწყოს," - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ. 

დღის ამბები