26 სექტემბერი 2020,   06:31
ვრცლად
ენმ ჩაგრავდა ქართველ ხალხს, "ოცნება" ახლა ჩაგრავს, ხოლო "ლელო" რომ მოვიდეს ალბათ ისიც დაჩაგრავს - გედევან ფოფხაძე

"ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი" - კიდევ ერთი პოლიტიკური ძალაა, რომელიც 2020 წლის არჩევნებში ძალებს გამოცდის. აღნიშნულ პარტიაში გაერთიანებულია "ქართული ოცნებიდან" სხვადასხვა დროს წასული დეპუტატები, ერთ-ერთი მათგანი გახლავთ გედევან ფოფოხაძე. მან "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ მისმა პარტიამ უნდა შექმნას ახალი პოლიტიკური მოცემულობა ქართველი ხალხის მჩაგვრელების წინააღმდეგ.

"ჩვენ ვაპირებთ ვიბრძოლოთ ქართველ ხალხთან ერთად იმ პოლიტიკური ძალების წინააღმდეგ, რომლებიც ქართველი ხალხის მჩაგვრელების როლში გამოდიოდნენ, გამოდიან და შეიძლება გამოვიდნენ. პირდაპირ ვიტყვი, მიმაჩნია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ჩაგრავდა ხალხს, "ოცნება" ჩაგრავს, ხოლო მამუკა ხაზარაძე და "ლელო", რომ მოვიდეს ხელისუფლებაში ისინიც დაჩაგრავენ ქართველ ხალხს. ამიტომ, არცერთ შემთხვევაში მე მათ ზავით არ შევეკვრები. ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი პოლიტიკური მოცემულობა ქართველი ხალხის მჩაგვრელების წინააღმდეგ," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" მდივანმა გედევან ფოფხაძემ. 

გედევან ფოფხაძემ ასევე აღნიშნა, რომ კენჭს საარჩევნოდ სავარაუდოდ, დიდუბე-ჩუღურეთის ოლქის მაჟორიტარად იყრის. 

დღის ამბები