29 სექტემბერი 2020,   20:20
ვრცლად
"ქართული ოცნების" ლიდერები ჩირის საწარმო "ჯეო ორგანიკში" იმყოფებოდნენ

"ქართული ოცნების" ლიდერები დღეს ჩირის საწარმო "ჯეო ორგანიკში" იმყოფებოდნენ.

"ჯეო ორგანიკი" მომავალი წლისთვის 1 000 ტონამდე ხილის გადამუშავებას შეძლებს, საწარმოში უკვე გადამუშავებულია 10 ტონა ატამი და 10 ტონა ნესვი.

"დასაქმებულების 90% საგარეჯოელები არიან და ვფიქრობ წარმატებული საწარმო იქნება. ეს პროგრამები, რომელიც ხორციელდება დღესდღეობით ბიზნესისთვის ჰაერივით საჭიროა," - აცხადებს "ჯეო ორგანიკის" მფლობელი ალექსანდრე ნიკოლაიშვილი.

ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციის გარდა, იგეგმება პროდუქციის ექსპორტი ჩეხეთში, შვედეთსა და უკრაინაში. "ჯეო ორგანიკში" 50 ადგილობრივია დასაქმებული. საწარმოს სრული ინვესტიცია 5 მლნ ლარია.

დღის ამბები