24 სექტემბერი 2020,   12:38
ვრცლად
გახუთმაგდეს აფხაზეთის ომში მონაწილეებისთვის საყოფაცხოვრებო სუბსიდია - "ლელოს" ახალი ინიციატივა

აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 28 წლის თავზე ომში მონაწილეებისთვის პარტია "ლელოს" ახალი ინიციატივა აქვს. შემუშავებული პროექტი ითვალისწინებს, მებრძოლთათვის და მათი ოჯახის წევრბისთვის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

"ლელო საქართველოსთვის" კიდევ ერთხელ გამოხატავს ღრმა პატივისცემას სამშობლოსათვის თავდადებული, ვეტერანების მიმართ და სწორედ დღეს გამოდის ინიციატივით გახუთმაგდეს მათი საყოფაცხოვრებო სუბსიდია. საქართველოში სამშობლოსათვის თავდადებული არც ერთი ადამიანი, არც ერთი ვეტერანი არ უნდა იყოს საცხოვრებლის გარეშე," – აცხადებს "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ლანა გალდავა.

როგორც "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი საბა ბუაძე აღნიშნავს, მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდნენ და იცავენ ქვეყნის სუვერენიტეტს იყვნენ დაფასებულები და არ იყვნენ დატოვებული მიზერული და შეურაცხმყოფელი შემწეობის ამარა.

დღის ამბები