20 სექტემბერი 2020,   23:47
ვრცლად
ჩვენი ეროვნული ამოცანა "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური ველიდან გაყვანაა - ირაკლი ღარიბაშვილი

კახეთის მაჟორიტარულ ოლქებში "ქართული ოცნება" წინასაარჩევნო შეხვედრების დროს, ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ისინი დარწმუნებული არიან არჩევნებში საკუთარი ძალების გამარჯვებაში. 

გურჯაანის-საგარეჯოს-სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, პარტიის ლიდერები ამომრჩეველს აცნობენ.

"მოძალადე და კრიმინალური ძალები ისევ ცდილობენ არეულობის დესტაბილიზაციის საშუალებით ხელისუფლებაში დაბრუნებას. მათ ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ვუთხრათ უარი. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ ამ ძალიან მნიშვნელოვან არჩევნებში," - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ. 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კი განაცხადა, რომ მათი გუნდის ამოცანა "ნაციონალური მოძრაობის"  პოლიტიკური ველიდან მთლიანად გაყვანაა. 

"ყველა ის ხელისუფალი, რომელიც ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს თავიდან ვერ ააცილებს ისეთ დიდ განსაცდელს, როგორიც არის ომი, რა თქმა უნდა, არ იმსახურებს არათუ ხელისუფლებაში დაბრუნებას და ყოფნას, არამედ პოლიტიკაში დარჩენას. ახლა ჩვენი საერთო ეროვნული ამოცანა უნდა იყოს ამ დესტრუქციული და დესტაბილიზაციის მთავარი წყაროს, "ნაციონალური მოძრაობის" მთლიანად პოლიტიკური ველიდან გაყვანა. ეს მხოლოდ თქვენი მხარდაჭერით არის შესაძლებელი," - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები