23 სექტემბერი 2020,   14:02
ვრცლად
"კომპრომისად გინდათ ღალატის გაყიდვა, თუ კონსესუსად?" - რატი იონათამიშვილმა დავით ბაქრაძე "რუსთავი 2-ის" ეთერში გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკა

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატი რატი იონათამიშვილი დავით ბაქრაძის მიერ, "რუსთავი 2-ის" გადაცემა "ღამის კურიერში" გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი იმ განცხადების გამო გააკრიტიკა, რადაც დავით ბაქრაძე ირაკლი იმნაიშვილის დასმულ კითხვას უპასუხა, - თუ რა მიზეზით მოაწერა ხელი მაშინდელმა საპარლამენტო გუნდმა მისი ხელმძღვანელობით, ევროსაბჭოს რეზოლუციას რომელიც აგვისტოს ომის მოვლენებს შეეხებდა, წამყვანის ამ კითხვის საპასუხოდ კი დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ მის გუნდს მოუწიათ კომპრომისზე წასვლა, რათა დოკუმენტში გაჩენილიყო სიტყვა ოკუპაცია, რომელიც რუსეთის ქმედებებს ასახავდა. 

"დავით ბაქრაძე რუსთავი 2-ის ეთერში ამტკიცებს - რეზოლუციას, სადაც ეწერა, რომ ომი ქართველმა სამხედროებმა დაიწყეს და რუსეთის შეტევა საპასუხო იყო, მხარი იმიტომ დავუჭირეთ, რომ იქ ოკუპაცია ჩაწერილიყოო.

გაცვალეთ?! ისე არ ჩაიწერებოდა?! ისე ჩაწერდნენ, საქართველოა ოკუპანტიო?! ხო არ გადაირიეთ, მართლა?! ამას ვის ელაპარაკებით და ვის აჯერებთ, რომელ ელექტორატს??! კომპრომისად გინდათ ღალატის გაყიდვა, თუ კონსესუსად?? გამორიცხულია! ეს არის საკუთარი ქვეყნის ღალატი!!!,"- წერს რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში.

დღის ამბები