28 სექტემბერი 2020,   19:45
ვრცლად
ხელისუფლების წარმომადგენლები გურჯაანში ხეცურიანის ღვინის მარანში იმყოფებოდნენ

"ქართული ოცნების" ლიდერები გურჯაანში, ხეცურიანის ღვინის მარანში იმყოფებოდნენ, სადაც 70 ადამიანია დასაქმებული. მათ მარნის მფლობელმა შალვა ხეცურიანმა უმასპინძლა და ღვინის დამზადების ტექნოლოგიასა და პროდუქციის რეალიზაციასთან დაკავშირებით ესაუბრა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მეღვინეობა-მევენახეობის განვითარება პრიორიტეტულია და ხაზი გაუსვეს ქართული ღვინის ექსპორტის მნიშვნელობას.

ხეცურიანის ღვინის მარანი წელიწადში 120 000 ბოთლს ღვინოს აწარმოებს. ღვინო ექსპორტზე გადის ევროკავშირის ქვეყნებში, აშშ-ში, ჩინეთსა და რუსეთში.

დღის ამბები