25 სექტემბერი 2020,   20:35
ვრცლად
დავით ბაქრაძემ ქვეყნის ღალატს დაარქვა კომპრომისი, ჰკითხეთ რა კომპრომისს უწოდებს ადამიანების წამებას - ირაკლი სესიაშვილი

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი "ღამის კურიერში" გაკეთებული განცხადების გამო უმრავლესობის წევრების მხრიდან კრიტიკის ობიექტი გახდა. დავით ბაქრაძის განმარტებას სადაც ის ევროსაბჭოს რეზოლუციაზე საუბრობს, რომელსაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, წინა ხელისუფლების საპარლამენტო გუნდმა მოაწერა ხელი პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი გამოეხმაურა.

როგორც დავით ბაქრაძემ გუშინ "ღამის კურიერში" განაცხადა, ევროსაბჭოს რეზოლუციაზე ხელმოწერა მათი მხრიდან კომპრომისი იყო და არა საქართველოს ღალატი, რათა დოკუმენტში გაჩენილიყო სიტყვა ოკუპაცია, რომელიც რუსეთის ქმედებებს ასახავდა. 

"გუშინ ბატონმა ბაქრაძემ ღალატს, ქვეყნის ღალატს დაარქვა კომპრომისი. ბატონი ბაქრაძე გვიმტკიცებდა, რომ თურმე საერთაშორისო სამართლით დადგენილი ფაქტისთვის, ოკუპაციისთვის, ოკუპაციის აღიარებისთვის საჭირო გახდა იმის ჩაწერა ამ რეზოლუციაში, რომ ჩვენმა სამხედროებმა ცხინვალი დაბომბეს. ეს არის მათი კომპრომისი.

ჰკითხეთ ბაქრაძეს, რა კომპრომისს უწოდებს ადამიანების წამებას, ქონებების ჩამორთმევას, მედიის ფეხქვეშ გათელვას. ალბათ, აქაც აქვთ პასუხი, რომ ესეც გარკვეული კომპრომისი იყო. მათი კომპრომისის ადგილი მომავალში არ არის," – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

დღის ამბები