26 სექტემბერი 2020,   07:20
ვრცლად
საფრანგეთში მდინარეში ათასობით დახოცილი თევზი აღმოაჩინეს

საფრანგეთში, Nestle-ს ქარხნის მიმდებარედ, მდინარეში ათასობით დახოცილი თევზი აღმოაჩინეს.

გარემოს დაცვის წარმომადგენლების ინფორმაციით, ტონობით თევზის დაღუპვა ქარხნის საქმიანობას უკავშირდება, რამაც წყალში ჟანგბადის დეფიციტი გამოიწვია. მათ კომპანიის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანეს.

Nestle აღიარებს დარღვევას. კომპანიის წარმომადგენლობა აცხადებს, რომ მათი ქარხნიდან მდინარეში იმ ქიმიკატების ჩაღვრა, რომლებმაც თევზების მასობრივი განადგურება გამოიწვია, ერთჯერად ხასიათს ატარებდა და პროცესი გაფრთხილების მიღებისთანავე შეწყვიტეს.

ამ ეტაპზე მდინარის დასუფთავება მიმდინარეობს. 

დღის ამბები