25 სექტემბერი 2020,   07:42
ვრცლად
ისრაელში სწრაფი ტესტი შექმნა, რომელიც კორონავირუსის არსებობას წამზე ნაკლებ დროში ადგენს

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმოება დაიწყო. უწყების ცნობით, ვაქცინაზე კლინიკური ცდები მიმდინარე წლის ივნისსა და ივლისში უკვე ჩატარდა.

ამასობაში კი, ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსის ხუთი ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

ინფექციის გავრცელების დინამიკა მზარდია უკრაინაშიც, სადაც 2-ათასამდე შემთხვევა დაფიქსირდა. თურქეთში კი ეს მონაცემი 1200-ზე მეტია. კორონავირუსის 3 ვაქცინა მოწმდება ინდოეთშიც, მეცნიერთა ნებართვის შემდეგ მათი მასობრივი წარმოება დაიწყება. ბოლო 24 საათში ქვეყანაში 66 ათასამდე შემთხვევა გამოვლინდა.

ერთ დღეში ინფექციის შემთხვევები ისრაელში 1 525-ით გაიზარდა. ქვეყანამ კორონავირუსის გამოსავლენი სწრაფი ტესტი შექმნა. ტესტი ვირუსის არსებობას წამზე ნაკლებ დროში ადგენს. 

”ეს არის მოწყობილობა , რომელიც საკმაოდ იაფი ღირს. აქვს თუ არა ადამიანს კორონავირუსი, ეს მოწყობილობა წამზე ნაკლებ დროში ადგენს. ყველაზე კარგი კი ის არის, რომ პასუხის დასადგენად ლაბორატორიაში ყოფნა არ არის საჭირო. ეს შეგიძლია გაიგო სახლში, აეროპორტში თეატრში და ნებისმიერ ადგილას," - განაცხადა კომპანია "Newsight Imaging"-ის სპექტრული ბიზნესის განყოფილების უფროსმა, ერეზ ლევიმ.  

დღის ამბები