19 სექტემბერი 2020,   20:28
ვრცლად
17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია მშობლებს 1 დეკემბრამდე შეეძლებათ

17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის, 200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია დაიწყო, თუმცა პროცესი ტექნიკური ხარვეზის გამო, შეფერხებით მიმდინარეობს. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს განმარტებით, ხარვეზი პორტალზე ბევრი ადამიანის, ერთდროულად დარეგისტრირებამ გამოიწვია.

მშობლებს შვილებისთვის ერთჯერადი დახმარების მისაღებად განაცხადის შევსება 1 დეკემბრამდე შეეძლებათ. რეგისტრაციის პროცესში პრობლემების გაჩენის შემთხვევაში მოქალაქეებს ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზზე - 1505-ზე დარეკვით სარგებლობა შეუძლიათ. იმ შემთხვევაში კი თუ მოქალაქე ელექტრონულ რეგისტრაციას ვერ მოახერხებს, დახმარების მისაღებად სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა მიმართოს.

ყველა პროცედურის გავლის შემდეგ მონაცემებს იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტო დაამუშავებს. რეგისტრირებული არასრულწლოვნების მშობლები თანხას ეტაპობრივად, სექტემბრიდან მიიღებენ. 

დღის ამბები