18 აპრილი 2021,   23:42
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევას გორში 12 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა -

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის  სოფელ ტყვიავთან. წინასწარი ინფორმაციით, მანქანა ხეს შეეჯახა და 12 წლის მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა.

ბავშვის მამის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც ავტომობილს მართავდა დამაკმაყოფილებელია.

მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის, მე-6 ნაწილით. მიმდინარეობს გამოძიება.

დღის ამბები