19 სექტემბერი 2020,   16:53
ვრცლად
ქუთაისში ბინა გაქურდეს - საქმეში,სავარაუდოდ, ახალგაზრდა ქალები ფიგურირებენ

ქუთაისში, გრიგოლ აბაშიძის ქუჩაზე ბინა გაქურდეს. საქმეში, სავარაუდოდ, ახალგაზრდა ქალები ფიგურირებენ.

ადგილობრივების თქმით, ბინა სამი კვირის გაქირავებული იყო და სავარაუდოდ, მდგმურებმა გაქურდეს. ისინი ბინის პატრონს და  მეზობლებს გაეცნენ როგორც რძალი და მული, თუმცა ნათესავები არ ყოფილან.

წაღებულია ავეჯი და ტექნიკა სრულად.

ადგილობრივების თქმით, ერთ-ერთი ქალი პოლიციამ წაიყვანა, თუმცა არ იციან, არის თუ არა დაკავებული.

შემთხვევა 2 დღის წინ მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 177-ე მუხლით დაიწყო.

დღის ამბები