26 სექტემბერი 2020,   08:55
ვრცლად
170 დადასტურებული შემთხვევიდან 124 აჭარას უკავშირდება - მარინა ეზუგბაიას თქმით, გამოჯანმრთელდა 11 პაციენტი

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, 170 შემთხვევიდან 88 დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტია.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას, ეზუგბაიას თქმით, 11 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

"იყო ქვეყანაში 2 392, დაგვემატა 170 და გახლავთ 2 5062 დადასტურებული შემთხვევაში.

170 დადასტურებულ შემთხვევაზე ორნაირი ახსნა მინდა მოგაწოდოთ. 88 არის დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი, 50 გახლავთ მოგზაურობის ისტორიით, 4 გახლავთ საკარანტინე სივრცეში დადასტურებული და დანარჩენი არის ცხელების ცენტრებში დადასტურებული შემთხვეები, რომელთა კონტაქტების მოძიება გრძელდება.

ეს 170 რეგიონების მიხედვით ასე გახლავთ განაწილებული: 124 გახლავთ აჭარა -ბათუმი, 20 გახლავთ თბილისი, 13 იმერეთი - ქუთაისი, 6 გახლავთ სამეგრელო-ზემო სვანეთი - ზუგდიდი, 3 გახლავთ გურია - ოზურგეთი, 3 გახლავთ მცხეთა-მთიანეთი - მცხეთა და ერთი არის რაჭა-ლეჩხუმი - ცაგერიდან.

11 გვყავს მარტო გამოჯანმრთელებული და ამ ეტაპზე 1 154 პაციენტი მკურნალობს კოვიდ ცენტრებში," - აცხადებს მარინა ეზუგბაია.

დღის ამბები