19 სექტემბერი 2020,   17:10
ვრცლად
750 ევროპარლამენტარია და ერთი, კონკრეტული პარლამენტარის განცხადება არ არის ევროპის პარლამენტის პოზიცია ჯამში - დავით სონღულაშვილი

გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" დავით სონღულაშვილი ევროპარლამენტარ ანა ფონტეგას იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ევროპარლამენტარი ხელისუფლებას მოუწოდებს, გიორგი რურუა გათავისუფლდეს. 

"დღის კურიერის" წამყვანის კითხვაზე, აპირებს თუ არა ხელისუფლება საკუთარი პოზიციის შეცვლას ამ საკითხზე, სონღულაშვილი პასუხობს, რომ  კონკრეტული ევროპარლამენტარის განცხადება არ არის ევროპის პარლამენტის პოზიცია საერთო ჯამში. მისივე თქმით, 8 მარტის შეთანხმება ოპოზიციის მხრიდანაც უნდა შესრულებულიყო. 

"750 პარლამენტარია, თუ არ ვცდები, ჯამში, ევროპარლამენტში და ერთი, კონკრეტული პარლამენტარის განცხადება, რომელიც თავისთავად ცხადია არ არის ევროპის პარლამენტის პოზიცია ჯამში. აგრეთვე იყო განცხადებები, სადაც აღნიშნული იყო, რომ ოპოზიციას მოუწოდებდნენ და გულისტკივილის გამოთქვამდნენ იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ 8 მარტის შეთანხმება ოპოზიციის მხრიდან არ შესრულდა. შეთანხმებას ორივე მხარე სჭირდება, ამიტომ მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს შეთანხმება ოპოზიციის მხრიდანაც ყოფილიყო შეთანხმებული, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ავღნიშნო, რომ ჯამური განცხადება და ევროპარლამენტის პოზიცია არის ძალიან პოზიტიური და მიესალმება იმ დემოკრატიულ რეფორმებს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში განხორციელდა, თუნდაც საარჩევნო სისტემასთან მიმართებაში და შესაბამისად, კიდევ ერთხელ აღნიშნავენ რამდენად დიდი პროგრესია ჩვენ ქვეყანაში ევროპის მიმართ," - აღნიშნა სონღულაშვილმა. 

დღის ამბები