19 სექტემბერი 2020,   16:21
ვრცლად
ქუთაისის ინფექციურ კლინიკას კორონავირუსის დიაგნოზით ოთხი პაციენტი დაემატა

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით ოთხი პაციენტი დაემატა. მათგან ორი ქუთაისის, ორი კი აჭარის კლასტერიდანაა, ერთ-ერთი არასრულწლოვანია.

კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, ამ დროისთვის კლინიკაში 34 კოვიდდადებითი პაციენტი მკურნალობს.

"დაგვემატა ოთხი ინფიცირებული პაციენტი, მათგან ორი ქუთაისის 32-ე სკოლის კლასტერია, ორი კი აჭარის კონტაქტი.ამ დროისთვის გვყავს 34 პაციენტი, მათ შორის 7 პნევმონიით", - განაცხადა მაღლაფერიძემ.

დღის ამბები