24 სექტემბერი 2020,   01:39
ვრცლად
ლარსზე მომხდარ მკვლელობაში დადანაშაულებულ პირს ბრალს სავარაუდოდ დღეს ოფიციალურად წაუყენებენ

ლარსის გამშვებ პუნქტთან მომხდარ მკვლელობაში დადანაშაულებულ რუსეთის მოქალაქეს ბრალს სავარაუდოდ, დღეს ოფიციალურად წაუყენებენ. 40 წლის მამაკაცს განზრახ მკვლელობაში სდებენ ბრალს.

"დაკავებიდან 48 საათში უნდა წარუდგინოს ბრალდებამ ბრალი, დადგენილება გააცნოს. ველოდები საქმის მასალების გადმოცემას, გავეცნობი საქმის მასალებს და შევხვდები შემდეგ ბრალდებულს," - განაცხადა ადვოკატმა ალუდა ბუჩუკურმა "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას. 

გამოძიების ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სასიკვდილო ჭრილობები დაკავებულის მამას საქართველოსა და რუსეთის ორმაგმა მოქალაქემ მიაყენა, რის შემდეგაც შვილმა შური იძია და თავდამსხმელი ცივი იარაღისა და ბლაგვი საგნის გამოყენებით მოკლა.

დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, უკვე ხვალისთვის იმსჯელებს.

დღის ამბები