19 სექტემბერი 2020,   16:20
ვრცლად
საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - გამოჯანმრთელდა 31 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. განახლებული სტატისტიკა მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა.

სულ ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 2758 შემთხვევაა დადასტურებული.​

 გამოჯანმრთელდა კიდევ  31 პაციენტი და მათი საერთო რაოდენობა სულ 1412 შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის - 6633 ადმიანი იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი, 836. 

კორონავირუსს ქვეყანაში 19 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დღის ამბები