19 სექტემბერი 2020,   16:53
ვრცლად
ტურიზმის სექტორში საქართველოსთვის პოსტკრიზისული ეპოქა უნდა იყოს შესაძლებლობა, ჩვენი სურვილია ამ პროცესში ვიყოთ პიონერები - გიორგი გახარია

სასტუმრო "ბილტმორში" დღეს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის -UNWTO-ს 112-ე აღმასრულებელი საბჭოს სხდომა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნა.  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომლის წინაშეც ტურიზმი აღმოჩნდა, როგორც მსოფლიო მასშტაბით, ასევე საქართველოშიც.

"ჩვენი მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმაში ტურიზმს ერთ-ერთი წამყვანი როლი ჰქონდა და ექნება, სანამ გლობალურად ტურიზმის სექტორის აღდგენის ტენდენციები არ გამოჩნდება, ჩვენ ტურისტულ სექტორს ვედექით გვერდით და დავუდგებით, სხვადახვა პროგრამებით, შეღავათებით, საგადასახადო ვალდებულებების გადავადებით თუ სხვა ინსტრუმენტებით. საქართველომ შეძლო მწვანე ქვეყნის სტატუსის მოპოვება და საერთაშორისო არენაზე საქართველო ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა დღეს, რაც გვაძლევს შესაძლებლობას პოსტკრიზისულ პერიოდში დავიწყოთ ეკონომიკური განვითარების ახალი ეტაპი. პოსტკრიზისული ეკონომიკის პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა მსოფლიოსთვის სწორედ ტურიზმის აღდგენის ტენდენციები იქნება და ჩვენი სურვილია ამ პროცესში ვიყოთ პიონერები, რის საფუძველსაც გვაძლევს ტურიზმის სექტორში უსაფრთხოების კუთხით დაგროვილი გამოცდილება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ტურიზმის სექტორში საქართველოსთვის პოსტკრიზისული ეპოქა უნდა იყოს შესაძლებლობა და გვინდა ეკონომიკური კრიზისი, პანდემია ქვეყნის ტურიზმის განვითარებისთვის ვაქციოთ შესაძლებლობად,"- განაცხადა გიორგი გახარიამ. მან შეხვედრის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და იმედი, გამოთქვა, რომ საქართველოში ვიზიტი მათზე წარუშლელ შთაბეჭდილებას დატოვებს.

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს სხდომა პირველად პირველად ტარდება ესპანეთის გარეთ. 

ღონისძიება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და UNWTO-ის გენერალური მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა გახსნეს.

დღის ამბები