19 სექტემბერი 2020,   15:31
ვრცლად
პენტაგონი უარყოფს ინფორმაციას, რომ აშშ-ს სამხედრო ბაზის თურქეთიდან საბერძნეთში გადატანა სურს

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტში უარყოფენ ინფორმაციას, რომ აშშ-ს სამხედრო ბაზის თურქეთიდან საბერძნეთში გადატანა სურს.

პენტაგონის პრესსპიკერის, ტომას კემპბელის განცხადებით, ინჯირლიკის ავიაბაზიდან სამხედრო ინფრასტრუქტურის გატანა არ იგეგმება.

მანამდე ამერიკელმა სენატორმა, რონ ჯონსონმა გამოცემა "ვაშინგტონ იგზამინერს" განუცხადა, რომ ვაშინგტონი სამხედრო-საზღვაო ბაზას საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე აშენებს.

დღის ამბები