22 ოქტომბერი 2020,   16:11
ვრცლად
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი განაახლა

ახალი კორონავირუსის პანდემიის გათვალისწინებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი განაახლა და დააანონსა, რომ ეკონომიკური ზრდა 5%-ით შემცირდება. განცხადება ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროშიც გაკეთდა:

"საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შეფასებით, მიმდინარე წელს, ქვეყნას -5%-იანი ეკონომიკური ზრდა ექნება. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მომავალ თვეებში გაუმჯობესების ტენდენციას გვაჩვენებს. რაც შეეხება 2021 წელს - ველოდებით, დაახლოებით, 5-პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას. როგორც იცით, ცოტა ხნის წინ, აზიის განვითარების ბანკმა გამოაქვეყნა, 4,5-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი საქართველოსთვის. შეგვიძლია ვთქვათ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი ეთანხმება ჩვენს პროგნოზს მომავალ წელს 5%-იან ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით,"- აცხადებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა.  მისი თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია ხაზგასმით აღნიშნავს, პანდემიის წარმატებულ კონტროლს.

დღის ამბები