28 ოქტომბერი 2020,   19:52
ვრცლად
ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ მაჟორიტარობის კანდიდატად წარდგენილი აპოლონ გარუჩავა რეგისტრაციიდან მოხსნა​

საინიციატივო ჯგუფის მიერ ფოთის, ხობისა და სენაკის 26-ე მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატად წარდგენილი აპოლონ გარუჩავა ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციიდან მოხსნა.

კომისიის თავმჯდომარის, სალომე როდონაიას განცხადებით საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილ ხელმოწერებში არ დადგინდა ნამდვილი ხელმოწერების საკმარისი რაოდენობა, რის გამოც, კანდიდატი რეგისტრაციიდან მოხსნეს.

აპოლონ გარუჩავა გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

დღის ამბები