26 ოქტომბერი 2020,   17:59
ვრცლად
საპარლამენტო არჩევნებისთვის გერმანია 37 დამკვირვებელს გამოგზავნის

საპარლამენტო არჩევნებისთვის გერმანია 37 დამკვირვებელს გამოგზავნის. ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა "რადიო თავისუფლებასთან" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ჰუბერტ ქნირშის განმარტებით, დამკვირვებლების ნაწილი რამდენიმე დღეში, ნაწილი კი ოქტომბრის ბოლოს ჩამოვა.

"ჩვენ გამოვგზავნით დამკვირვებელთა ჩვეულ კონტინგენტს - 37 პირს. ასეთი ამოცანა გვაქვს დასახული. ჩვენ სწორედ ახლა ვადგენთ მათ გუნდს. პირველი დამკვირვებლები რამდენიმე დღეში ჩამოვლენ და დანარჩენი ნაწილი ჩამოვა ოქტომბრის ბოლოს. ვიმედოვნებ, გვეყოლება ოდირის სრული სადამკვირვებლო მისია, სამასზე მეტი დამკვირვებლით იმისათვის, რომ ამ არჩევნებს სათანადოდ დავაკვირდეთ. ეს არჩევნები, ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ის მოსდევს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლითაც შეიცვალა საარჩევნო სისტემა. ამრიგად, უკეთესი შანსი აქვთ შედარებით მცირე პარტიებს წარმოდგენილნი იყვნენ პარლამენტში. ყველა საელჩო გულდასმით აკვირდება საარჩევნო კამპანიას და პარტიების აქტივობებს," - განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.

დღის ამბები