26 ოქტომბერი 2020,   17:22
ვრცლად
"საზოგადოება მკაფიოდ ჩამოყალიბდა, რომ აღარ გვინდა ერთპიროვნული მმართველობა" - ელენე ხოშტარიამ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია ეთნოგრაფიულ მუზეუმში გამართა

სიღარიბის დაძლევა, ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება, პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულება - ამ თემებზე გააკეთა აქცია ელენე ხოშტარიამ, რომელმაც საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია ეთნოგრაფიულ მუზეუმში გამართა.

ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა შეკრებილების წინაშე ერთპიროვნული მმართველობის საშიშროებასა და რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებზეც ისაუბრა. ოპოზიციის კანდიდატი ამბობს, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ნატო- ევროკავშირში გაწევრიანება მაქსიმალურად დაჩქარდეს.

"ჩვენი საზოგადოება მკაფიოდ ჩამოყალიბდა, რომ ჩვენ აღარ გვინდა ერთპიროვნული მმართველობა. ჩვენი, ოპოზიციის, ამოცანაა არამხოლოდ ვამხილოთ "ქართული ოცნება", არამედ ადამიანებს შევთავაზოთ კონკრეტული, რეალური ცვლილებების პერსპექტივა. ეს არის ის, რაც დღეს სჭირდება ხალხს და ჩვენთვის, ოპოზიციისთვის არ არის საკმარისი, უბრალოდ ხელი გავიშვიროთ, რომ "ქართული ოცნება" ცუდია. ჩვენი ამოცანაა, ჩვენ ვიყოთ უფრო კარგები, ჩვენ გავუჩინოთ ადამიანებს იმედი,"-განაცხადა ელენე ხოშტარიამ. 

ელენე ხოშტარიას საჯაროდ მხარდაჭერა გამოუცხადა "გირჩის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ.

დღის ამბები