26 ოქტომბერი 2020,   17:50
ვრცლად
ჭიათურის "ჯეოჰოსპიტალსში" მოზარდს კორონავირუსი დაუდასტურდა

ჭიათურაში მდებარე "ჯეოჰოსპიტალსის" კლინიკაში მოზარდს კორონავირუსი დაუდასტურდა. მოზარდმა კლინიკას 15 სექტემბერს მიმართა.

"ჯეოჰოსპიტალსის" ხელმძღვანელის, დავით ბიწაძის თქმით, მოზარდი ბათუმში იმყოფებოდა და ვირუსი მის შემთხვევაში მსუბუქი ფორმითაა.

კლინიკაში სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ჩატარდა. პერსონალს და კლინიკაში მყოფ პირებს კორონავირუსზე გამოიკვლევენ.

დღის ამბები