26 ოქტომბერი 2020,   17:16
ვრცლად
სამგორში ლევან ხაბეიშვილის საარჩევნო შტაბი დაარბიეს

ლევან ხაბეიშვილის საარჩევნო შტაბი დაარბიეს. შემთხვევა სამგორში გვიან ღამით მოხდა. ორმა უცნობმა ოფისს ქვები ესროლა. შუშები ჩაამსხვრიეს და ინვენტარი დააზიანეს. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართლდამცველები, ფაქტზე მიმდინარეობს მოკვლევა. პოლიციას თავდამსხმელები ჯერ-ჯერობით არ დაუკავებია.

"ორგანიზებულად მოიტანა ქვები ორმა ადამიანმა, ორგანიზებულად ჩალეწეს შუშები, ორგანიზებულად გაიქცნენ და ეჭვი მაქვს, რომ ორგანიზებულად არ გამოიძიებს ქართული ოცნების პოლიცია ამ შემთხვევას. სამწუხაროდ ქვეყანას ჰყავს ქვასროლია ხელისუფლება, რომელსაც დაშავების, კრიმინალის და ძალადობის გარდა არაფერი შეუძლია და მეტიც, ქვის ხანაში უნდა დაგვაბრუნოს," - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

დღის ამბები