28 ოქტომბერი 2020,   17:50
ვრცლად
იმერეთის მასშტაბით აღებული 1132 ნიმუშიდან კორონავირუსი 11 ადამიანს დაუდასტურდა

გუშინ იმერეთის მასშტაბით აღებული 1132 ნიმუშიდან კორონავირუსი 11ადამიანს დაუდასტურდა. იმერეთის გუბერნატორის, ზვიად შალამბერიძის თქმით, თითქმის ყველა დაკავშირებულია 32-ე საჯარო სკოლასთან. მისივე ინფორმაციით, არის აჭარაში მოგზაურობის ფაქტიც, რომელიც უკავშირდება ჭიათურას.

შალამბერიძის განცხადებით, ჭიათურის "ჯეოჰოსპიტალში" მოთავსებული ინფიცირებული მოზარდის ყველა კონტაქტი შესწავლილია და თვითიზოლაციაში არიან.

მოზარდს არ ჰქონდა კონტაქტი თანატოლებთან, ის სკოლაში არ დადიოდა.

დღის ამბები