22 ოქტომბერი 2020,   16:29
ვრცლად
მწვავე დებატები გამოვიდა, მაგრამ თითქოს ისეთი არაფერი მითქვამს ისინი რომ გაქცეულიყვნენ - ნათია თურნავა ოპონენტებზე

პარლამენტში დებატების დასრულების შემდეგ, ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მათი ოპონენტების კრიტიკას უპასუხა. მან აღნიშნულ კრიტიკას უსაფუძვლო უწოდა და ოპოზიცია უპასუხისმგებლობაში დაადანაშაულა. 

"ეს კარგი შესაძლებლობა იყო ჩემთვის, მესაუბრა ჩვენი გუნდის მიერ გატარებულ ეფექტურ ანტიპანდემიურ პოლიტიკაზე. საკმაოდ მწვავე დებატები გამოვიდა. "ევროპულმა საქართველომ" რატომღაც ბოლო მომენტში სხდომა მიატოვა. თითქოს მე ისეთი არაფერი მითქვამს, რომ ისინი გაქცეულიყვნენ. მაინც ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ მოგვეცა საშუალება მოსახლეობისთვის მიგვემართა. ოპოზიცია არაკომპეტენტურად საუბრობს, ამის ტქმა მიმძიმს, რადგან ჩვენ გვირჩევნია იყოს კონსტრუქციული კრიტიკა, რომელიც რაიმე ციფრებს მაინც დაეყრდნობა. დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ მათი წინადადებები და იდეები აბსოლუტურად უპასუხისმგებლოა,"- აცხადებს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა. 

 

დღის ამბები