22 ოქტომბერი 2020,   16:37
ვრცლად
როდის გახდება საქართველო NATO-სა და ევროკავშირის წევრი - სასურველი კანდიდატის მთავარი დაბრკოლება და საფრთხეები ინტეგრაციის პროცესში

დანიშნულების ორ წერტილში, NATO-შიც და ევროკავშირშიც საქართველო წევრობის სასურველ კანდიდატად რჩება, თუმცა წლებთან ერთად სულ უფრო აქტუალური ხდება შეკითხვა - "როდის ?" და "ჯერ რატომ ვერ ?".

NATO-ს გენერალური მდივნის რეგიონული წარმომადგენელი არ უარყოფს, რომ პოლიტიკურ ნებაზე სხვა ფაქტორებთან ერთად, NATO-რუსეთის ურთიერთობებიც მოქმედებს. თუმცა, NATO-ს თავის საპარლამენტო ასამბლეასთან ერთად მოწოდებები ქართულ დიპლომატიასთანაც ​აქვს.

ის, რომ საქართველოს გაცილებით მეტი ძალისხმევა მართებთ ოპოზიციაშიც არაერთხელ უთქვამთ და დღესაც თქვეს. ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ პრობლემა სტრატეგიული ამოცანის არ არსებობაშია. მეორე ნაწილი კი იმ პრობლემებს კითხულობენ, რაზეც აქამდეც იყო საუბარი - სკეპტიკოსებთან ორმხრივი ხაზებით მუშაობის ნაკლებობა.

მმართველ გუნდში არ ფიქრობენ, რომ რომელიმე კარზე დაკაკუნებას დააკლეს ძალისხმევა და იმ მოცემულობაზე საუბრობენ, რომელმაც NATO-საქართველოს ურთიერთობა პოზიტიურ ნიშნულამდე მიიყვანა. საგარეო კომიტეტის ხელმძღვანელი კი, რომელიც დისტანციურ შეხვედრაში ევროპელ დიპლომატებთან თავადაც მონაწილეობდა, ფიქრობს რომ პოლიტიკაში ხარვეზი არ არის, მთავარია პოლიტიკური ნება ალიანსის წევრი სახელმწიფოების მხრიდან.

კიდევ ერთი ხაზი, რომელიც საქართველოს ევროპული და ჩრდილოატლანტიკური პერსპექტივის განხილვისას ვიდეოკონფერენციაზე დაისვა საქართველოს მოახლოებული არჩევნებიც იყო. ევროდეპუტატის თქმით, პარტნიორებს საპარლამენტო არჩევნებზე ექნებათ სწორება და ოქტომბერში არც რუსეთი დაზოგავს საკუთარ ძალისხმევას.

დღის ამბები