22 ოქტომბერი 2020,   17:24
ვრცლად
ავარიას ქარელთან მსხვერპლი მოჰყვა - დაშავებულია 10 მგზავრი, რომლებიც მიკროავტობუსით თბილისის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ

უბედური შემთხვევა ავტომაგისტრალზე - ავარიის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა 10 კი დაშავდა. შემთხვევა ქარელის მონაკვეთზე, ცოტა ხნის წინ მოხდა. საჩხერე თბილისის მიმართულებით მოძრავი საქალაქთაშორისო მიკროავტობუსის მძღოლმა სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა, ტრანსპორტი მოცურდა, ამობრუნდა და ჯებირს შეეჯახა.

მიკროავტობუსის მგზავრები საჩხერედან თბილისის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებმა კლინიკებში გადაიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

დღის ამბები