22 ოქტომბერი 2020,   16:55
ვრცლად
კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევიდან 116 აჭარაში, 30 კი თბილისში დაფიქსირდა - მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევიდან 116 აჭარაში, 30 კი თბილისში დაფიქსირდა. მისივე ცნობით, რეგიონების მიხედვით ახალი დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ასე გადანაწილდა: იმერეთი - 15,

სამეგრელო ზემო სვანეთი -11, გურია -4, კახეთი-3, შიდა ქართლი - 3, ქვემო ქართლი - 2, მცხეთა მთიანეთი -2, სამცხე ჯავახეთი -1.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 187-ით გაიზარდა და ამ დროისთვის ინფიცირებულთა ჯამური მონაცემი 3306- ს შეადგენს.

46-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც და მათი საერთო რაოდენობა 1481 გახდა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5014 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 836.

კორონავირუსს საქართველოში 19 ადამიანი ემსხვერპლა. 

დღის ამბები