28 ოქტომბერი 2020,   18:53
ვრცლად
ხაშურში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები - შეიარაღებული მამაკაცი კომპანიაში შეიჭრა და კუთვნილ ანაზღაურებას ითხოვდა

ხაშურში მკვლელობა მოხდა. მოკლულია მამაკაცი, რომელიც სამშენებლო მასალების მწარმოებელი კომპანიის ოფისში დანით შეიჭრა.

"კურიერის" ინფორმაციით, ის რამდენიმე თვის განმავლობაში აღნიშნულ კომპანიაში მუშაობდა და კუთვნილ ანაზღაურებას ითხოვდა. 

ჩვენივე ინფორმაციით,, მენეჯერმა შეიარაღებული თავდამსხმელის მისამართით, თავდაპირველად, გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა, თუმცა ცივი იარაღით შეიარაღებულმა პირმა მუქარა არ შეწყვიტა, რასაც მისი მისამართით გასროლა მოჰყვა.

ფეხში დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანისას გარდაიცვალა.

კომპანიის წარმომადგენლები "კურიერთან" კომენტარს არ აკეთებენ. 

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით მიმდინარეობს.

დღის ამბები