22 ოქტომბერი 2020,   15:36
ვრცლად
პანკისში შმაგი მუთოშვილი ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავეს

პანკისში, გვიან ღამით, 35 წლის შმაგი მუთოშვილი დააკავეს, რომელიც 2019 წელს სოფელ საკობიანოში სისხლიანი დაპირისპირების დროს მოკლული ვისური მუთოშვილის ძმაა.

სამართალდამცველებმა შმაგი მუთოშვილი ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით სოფელ ჯოლოყოში დააკავეს.

საქმე ეხება, 29 ივნისს სოფელ დუისში მცხოვრები ქავთარაშილების სახლის მისამართით განხორციელებულ სროლას და იარაღის უკანონოდ გამოყენებას.
ბრალდებას არ ეთანხმება დაკავებულის ოჯახი.
დედის ინფორმაციით, შმაგი მუთოშვილი უდანაშაულოა და მათი ოჯახის მისამართით გამიზნული პროვოკაცია ხდება,რადგან ისინი ხეობაში ჰესების აშენების წინააღმდეგი არიან, ამ მეთოდით კი ხელისუფლება დაშინებას და მათ გაჩუმებას ცდილობს.

მუთოშვილები საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩართვას აპირებენ და უახლოეს პერიოდში აქციების დაწყებას აანონსებენ.

შმაგი მუთოშვილი, ამ ეტაპზე, რუსთავის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანილი.

ცნობისთვის, პანკისის ხეობის სოფელ საკობიანოში ახალგაზრდებს შორის 2019 წლის 27 ნოემბერს მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტისას 37 წლის ვისო მუთოშვილი მოკლეს. ერთი ვერსიით, დაპირისპირება ორი გვარის - მუთოშვილების და ქავთარაშვილების შორის ადრე დაწყებული კონფლიქტის გაგრძელება იყო, მეორე ვერსიით კი მხარეებს შორის კონფლიქტი ხეობაში ჰესების აშენების საკითხის უკავშირდებოდა.

37 წლის ვირუსი მუთოშვილის მკვლელობისთვის ორი პირია დაკავებული.

 

დღის ამბები