22 ოქტომბერი 2020,   15:51
ვრცლად
კახეთის რეგიონში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა - ორივე მათგანი მცირეწლოვანია

ბოლო 24 საათში კახეთის რეგიონს კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაემატა.

ორივე შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა. ინფიცირებულები  მცირეწლოვანი ბავშვები არიან და მათი პირველადი წყარო სასაზღვრო პოლიცის თანამშრომელია, რომელსაც აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს.

როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა განაცხადა, ორივე მათგანს სპეციალიზირებულ კოვიდკლინიკაში გადაიყვანენ. მისივე ცნობით, მათი მდგომარეობა, ამ ეტაპზე, დამაკმაყოფილებელია.

რაც შეეხება რეგიონში ეპიდსიტუაციას, ნელი ხიზანიშვილის თქმით, პრევენციის მიზნით, სოფელ მატნის პარალელურად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში საველე სამედიცინო კარავი მოეწყო, სადაც ამ ეტაპზე მოქალაქეებს თერმოსკრინინგი უტარდება. 

ამ დროისთვის, რეგიონში 6 კლასტერი და 34 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.

დღის ამბები