22 ოქტომბერი 2020,   17:23
ვრცლად
დაპირისპირება ქართულ რაგბიში - მერაბ ბესელიას აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დისტანციურ რეჟიმში მსჯელობს

რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტის მერაბ ბესელიას აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ამ წუთებში, სასამართლო დისტანციურ რეჟიმში მსჯელობს. პროკურატურა ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს, დაცვის მხარე კი მოსამართლეს გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს.

უფლებადამცველი აცხადებს, რომ ის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობას დააყენებს. პაატა მეხრიშვილი ამბობს, რომ მერაბ ბესელია თავად ჩაბარდა საგამოძიებო ორგანოს. ადვოკატი აცხადებს, რომ ბესელია ჩადენილ დანაშაულს ნანობს და მზადაა გამოძიებასთან ითანამშრომლოს.

"ბრალდების მხარე ითხოვს ყველაზე უფრო  მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას, რაც, ბუნებრივია, არის სრულიად დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო. შესაძლებელია, გირაოსთან ერთად, როდესაც ჩვენ ვიშუამდგომლებთ, გამოიყენოს დამატებითი ღონისძიებებიც, როგორიც არის პასპორტის ჩამორთმევა, დაზარალებულთან მიახლოების აკრძალვა და სხვა ნებისმიერი ღონისძიება, რომელიც ამას სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს.

მოხდა ურთიერთშელაპარაკება, ამ ურთიერთშელაპარაკებას მოჰყვა ძალიან დაძაბული ტონი, რომელიც ძალიან მაღალი ალბათობით, შეიძლება გადაზრდილიყო ფიზიკურ დაპირისპირებაში. მეთლახს რომ ეძახიან, ასეთი იატაკი არის იქ, სადაც ეს გასროლა მოხდა და აი იქიდან ასხლეტილი ტყვიით არის, ძალიან მაღალი ალბათობით, კოჭის არეში რბილი ქსოვილები დაზიანებული,“ - აცხადებს ადვოკატი, პაატა მეხრიშვილი.

 

დღის ამბები