22 ოქტომბერი 2020,   17:07
ვრცლად
ოჯახის გასამწარებლად იყო ნასროლი, ამას ლაპარაკი არ უნდა - სოფელ ბეჩოში დაჭრილი ქალის მდგომარეობა მძიმეა

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჩოში, გასროლის შედეგად დაჭრილი შუა ხნის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. 

"კურიერის" ინფორმაციით, მაშინ როცა ცოლ-ქმარი სახლის სახურავის სარემონტო სამუშაოებს ატარებდა, მათი მიმართულებით ამ დრომდე დაუდგენელმა პირმა გაისროლა. ერთ-ერთი ვერსიით, დანაშაული შესაძლოა, წლების წინ მომხდარ მკვლელობას უკავშირდებოდეს, რომელშიც დაჭრილის მეუღლე ფიგურირებს. თუმცა თავად ტარიელ კვიციანი თავად ამბობს, რომ ამ საქმეში გამართლდა.

მომხდარ ფაქტს დაშავებული ქალის მეუღლე, ტარიელ კვიციანი იხსენებს და ამბობს, რომ არ აქვს კონკრეტული ვერსია, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო პირი, რომელმაც მათ  მიმართულებით გაისროლა.

"პირდპაირ სახურავზე ტყვიები წამოვიდა. წინა დღეს ბავშვები გავაცილე კიდე კაი, აქ იო ყველა გამეტებული, ქალიც, ბავშვიც. სახურავს ახლაც ეტყობა სადაც არის მორტყმული ტყვიები. ოჯახის გასამწარებლად იყო ნასროლი, ამას ლაპარაკი არ უნდა,“ - ამბობს ტარიელ კვიციანი. 

დღის ამბები