24 ოქტომბერი 2020,   19:57
ვრცლად
მომავალი ჯარისკაცები საწყის საბრძოლო მომზადებას ახალქალაქში ახალ საწვრთნელ ბაზაზე გაივლიან

მომავალი ჯარისკაცები საწყის საბრძოლო მომზადებას ამიერიდან ახალქალაქში ახალ საწვრთნელ ბაზაზე გაივლიან. აგვისტოს ომის გმირის, სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის ცენტრი დღეს გაიხსნა. ცენტრს სტრატეგიული მნიშვნელობის გარდა, ადგილობრივი ეთნიკური უმცირესობებისთვის ინტეგრაციის ფუნქციაც ექნება. საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის ახალი ბაზა ერთდროულად 800 ახალწვეულს მიიღებს. თავდაცვის ძალების მეთაურის თქმით, ადგილზე, მომავალი სამხედრო მოსამსახურეების სრულფასოვანი მომზადებისთვის ყველა შესაბამის პირობაა შექმნილი. 

ახალწვეულები საბრძოლო მომზადებას პროფესიონალი ინსტრუქტორები უზრუნველყოფენ. მომავალი ჯარისკაცები ახალქალაქის ბაზაზე 3 თვეს გაატარებენ, რის შემდეგაც თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფებში გადანაწილდებიან. 

სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრი 2015 წელს დაარსდა და დღემდე ალგეთის საწვრთნელ ბაზაზე იყო განთავსებული. ხუთი წლის განმავლობაში ბაზაზე წვრთნა რამდენიმე ათასმა ჯარისკაცმა უკვე გაიარა.

დღის ამბები