26 ოქტომბერი 2020,   16:59
ვრცლად
"ნოვიჩოკის" შემქმნელი ალექსეი ნავალნის ბოდიშს უხდის

მომწამვლელი ნივთიერება "ნოვიჩოკის" შემქმნელი ვილ მირზაიანოვი რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოს ალექსეი ნავალნის ბოდიშს უხდის.

მეცნიერმა ტელეკომპანია "დოჟდის" ეთერში განაცხადა, რომ "ნოვიჩოკის" შექმნით, დიდი შეცდომა დაუშვა.

მირზაიანოვი, რომელიც 1995 წლიდან აშშ-ში ცხოვრობს, აცხადებს, რომ მთელი თავისი შემდგომი ცხოვრება შხამის წინააღმდეგ ბრძოლას მოანდომა.

მისივე თქმით, ნავალნი მოთმინებით უნდა აღიჭურვოს, რადგან მის გამოჯანმრთელებას ერთი წელი დასჭირდება.

დღის ამბები