26 ოქტომბერი 2020,   17:17
ვრცლად
ახალციხეში სამძიმარზე, სადაც ათეულობით მოქალაქე იმყოფებოდა, COVID-19 გარდაცვლილის შვილს დაუდასტურდა - სპეციალისტები 150-ზე მეტი ადამიანის კონტაქტებს სწავლობენ

აჭარის შემდეგ ეპიდემიოლოგების ყურადღების ცენტრში ახლა ახალციხეა, სადაც სპეციალისტები 150-ზე მეტი ადამიანის კონტაქტებს სწავლობენ. ყველა მათგანი სამგლოვიარო ღონისძიებას ესწრებოდა. გარდაცვლილი ქალის შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. სამძიმარზე კი ათეულობით მოქალაქე იმყოფებოდა. მოქალაქე მშობლის დასაფლავებაზე სომხეთიდან ჩამოვიდა, უკან დაბრუნების შემდეგ კი "კოვიდ - 19" დაუდასტურდა.

ახალციხეში დაკეტილია რამდენიმე დაწესებულება, მოქალაქეები კარანტინში არიან გადაყვანილები, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე და პარტიის ერთი წევრი.

ისინი ბაკურიანში არიან საკარანტინო სივრცეში გადაყვანილი.

"იმ შემთხვევის შემდეგ, როდესაც ადგილი ჰქონდა კოვიდინფიცირებულის ვიზიტს ჩვენ ქალაქში, გარკვეული აჟიოტაჟი მოჰყვა ამ მოვლენას, მოძიებული იქნა ყველა შესაძლო კონტაქტი ამ პიროვნებასთან და გადაყვანილია ეს ადამიანები საკარანტინო სივრცეში და თვითიზოლაციაში," - აცხადებენ ახალციხეში

დღის ამბები