24 ოქტომბერი 2020,   19:34
ვრცლად
ბელარუსში აქციის მონაწილეებს აპატიმრებენ - მინსკის ცენტრში ხელისუფლებამ რამდენიმე მეტროსადგური დაკეტა

მინსკში საპროტესტო აქციებზე სამართალდამცველებმა დემონსტრანტების დაკავება ისევ დაიწყეს. ინფორმაციას ბელარუსის პოლიციის ოფიციალური წარმომადგენელი ნატალია განუსევიჩი ადასტურებს.

რამდენი ადამიანია ამ დროისთვის დაკავებული მას არ დაუკონკრეტებია. აქციებთან დაკავშირებით მინსკის ცენტრში ხელისუფლებამ რამდენიმე მეტროსადგური დაკეტა.

მიუხედავად ამისა, მოქალაქეები შეკრებას კვლავ განაგრძობენ. ბელარუსში საპროტესტო აქციები 43-ე დღეა მიმდინარეობის.

დღის ამბები