28 ოქტომბერი 2020,   17:58
ვრცლად
განიხილავენ თუ არა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულების საქმეს ნაფიცი მსაჯულები - გადაწყვეტილება დღეს უნდა გასაჯაროვდეს

განიხილავენ, თუ არა გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 5 პირის საქმეს ნაფიცი მსაჯულები - საკუთარი გადაწყვეტილება ბრალდებულმა ახალგაზრდებმა დღეს უნდა გაასაჯაროონ.

ამის შესახებ ცნობილი წინასასამართლო სხდომაზე გახდება, რომელიც რამდენიმე საათში უნდა დაიწყოს, თუმცა ადვოკატები ვარაუდობენ, რომ პროცესი გადაიდება.

არჩილ გაგნიძის ადვოკატებმა გუშინ მცხეთის რაიონულ სასამართლოში მოსამართლის გადაწყვეტილება გაასაჩივრეს. ისინი მოსამართლის მიერ დაცვის მხარის მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობას ეწინააღმდეგებიან.

დღის ამბები