28 ოქტომბერი 2020,   19:32
ვრცლად
ხაშურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილებას გასაჩივრებას გეგმავს

გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის ემზადება ხაშურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი. მოსამართლემ დაკავებულ მამაკაცს წინასწარი პატიმრობა, დღის ბოლოს დისტანციურად გამართულ პროცესზე შეუფარდა. დაკავებულს განზრახ სხეულის მძიმე დაზიანებასა და იარაღის შენახვა-ტარებაში ადანაშაულებენ.

რამდენიმე დღის წინ, ხაშურში მდებარე სამშენებლო მასალების მწარმოებელი კომპანიის ოფისში დანით შეიჭრა ყოფილი თანამშრომელი და კუთვნილი ანაზღაურება მოითხოვა, საპასუხოდ კი მენეჯერმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლა, რასაც მამაკაცის გარდაცვალება მოჰყვა. დაკავებულის ადვოკატი ამტკიცებს, რომ დაღუპულს ფეხში ანასხლეტი ტყვია მოხვდა, ხოლო გასროლა მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა თავდაცვის მიზნით განახორციელა.

დღის ამბები