22 ოქტომბერი 2020,   19:36
ვრცლად
სენაკში სკოლის ორ მოსწავლესა და მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა

სენაკში სკოლის ორ მოსწავლესა და მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის სენაკის ცენტრში "კურიერს" უთხრეს, რომ თეკლათის სკოლა შემთხვევის გამო დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა.

რაც შეეხება ინფიცირების მათი წყაროს, ეპიდემიოლოგების ვარაუდით, მასწავლებელს ვირუსი სენაკელი ქალისგან გადაედო რომელიც დადასტურებულ შემთხვევას წარმოადგენს, მოსწავლეები კი მისი კონტაქტები არიან.

სენაკში დღეს კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა გამოვლინდა, Covid-19 დაუდასტურდა ამავე სოფელში მცხოვრებ ქალს, ეპიდემიოლოგები მისი კონტაქტების კვლევას განაგრძობენ.

დღის ამბები