20 ოქტომბერი 2020,   14:00
ვრცლად
ქუთაისში რესტორან "პალადიუმის" მიმდებარედ ახლგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

ქუთაისში რესტორან "პალადიუმის" მიმდებარედ ახლგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. მას სხეულის სხვადასხვა არეში რამდენიმე ჭრილობა აღენიშნება. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

უწყების ინფორმაციით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს დაზიანება ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული.

დღის ამბები