30 ოქტომბერი 2020,   08:35
ვრცლად
დღეს მიხეილ სააკაშვილმა ღიად გააფორმა კონტრაქტი ბიძინა ივანიშვილთან - ლევან კობერიძე

დღეს მიხეილ სააკაშვილმა ძალიან ღიად, საჯაროდ გააფორმა კონტრაქტი ბიძინა ივანიშვილთან - ეს განცხადება "ლელო საქართველოსთვის" ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლევან კობერიძემ "დღის კურიერში" გააკეთა.

"ჩვენ დღეს ხილულად დავინახეთ, რაზეც დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ ორპოლუსიანობა არის მიხეილ სააკაშვილის და ბიძინა ივანიშვილის "ნაციონალური ოცნება". ეს კონტრაქტი შედგა და ეს არის დღის წესრიგი, რომელიც ორივე პოლიტიკურ ჯგუფს აწყობს, ერთის მხრივ ივანიშვილს არ სურს დათმოს ხელისუფლება, სააკაშვილს უნდა, რომ მუდმივად იყოს მთავარი ოპოზიციური ძალა, ამ გარიგებაში იყოს შესული "ქართულ ოცნებასთან", შესაბამისად, ქვეყნის და ხალხის ინტერესი შეეწიროს მათ მიერ დადგმულ სცენარს და შაპიტოს ცირკს.

როგორც ჩანს სააკაშვილი და "ქართული ოცნება" ასე აპირებენ, წინასაარჩევნო პერიოდი დაფარონ ამ ორპოლუსიანობით. ეს არანაირად არ არის ხალხის დაკვეთა და სურვილი. ხალხის სურვილი გამოკვეთილია იმ დიდ პროცენტში, 30, 40 პროცენტს სცილდება და ზოგიერთ შემთხვევაში სხვადასხვა კვლევებით 60 პროცენტსაც კი აღწევს, სადაც ადამიანები ჯერ არ აფიქსირებენ თავის პოზიციას. მე დარწმუნებული ვარ, ეს არის "ლელო საქართველოს" სეგმენტი,"- განაცხადა "დღის კურიერში" "ლელო საქართველოსთვის" ვაკის მაჟორიტარმ დეპუტატობის კანდიდატმა ლევან კობერიძემ.

დღის ამბები