22 ოქტომბერი 2020,   16:53
ვრცლად
ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული 65 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული 65 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის განმარტებით, პაციენტს მძიმე ხარისხის ინსულტი ჰქონდა, ის რეფერალურ საავადმყოფოში იყო მოთავსებული, ჩაუტარდა PCR კვლევა, რის შედეგადაც COVID-19 დაუდასტურდა.

დაინფიცირებული პაციენტი 20 სექტემბერს რეფერალური საავადმყოფოდან ბათუმის COVID ცენტრში მოათავსეს, 21 სექტემბერს კი, ის გარდაიცვალა.

შემთხვევა გუშინ დაახლოებით 20 საათზე მოხდა. ექიმ გია კიკაბიძის თქმით, პაციენტი ინფიცირებული იყო, თუმცა ის მძიმე ხარისხის ინსულტის გამო გარდაიცვალა.

დღის ამბები