20 ოქტომბერი 2020,   13:57
ვრცლად
შემზარავი დანაშაული თბილისში - 15 წლის ბიჭის გაუპატიურების ბრალდებით 68 წლის მამაკაცი დააკავეს

შემზარავი დანაშაული თბილისში - არასრულწლოვანი ბიჭის გაუპატიურების ბრალდებით 68 წლის მამაკაცი დააკავეს.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებული მეზობლად მცხოვრებ არასრულწლოვანს, რამდენიმე წლის განმავლობაში აუპატიურებდა, ფოტოსურათებს უღებდა და მომხდარის გახმაურების შემთხვევაში, ქონების განადგურებით და ოჯახის წევრების მოკვლით ემუქრებოდა.

15 წლის მოზარდი მამაკაცის მუქარას რეალურად აღიქვამდა, რის გამოც ის მომხდარს წლების განმავლობაში საიდუმლოდ ინახავდა.

დღის ამბები