22 ოქტომბერი 2020,   20:09
ვრცლად
ძარცვა ქუთაისში - წინასწარი ინფორმაციით, წაღებულია ნახევარ მილიონამდე ლარი და ძვირფასი ნივთები

ქუთაისში ძარცვის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, ნახევარ მილონამდე ლარი და ძვირფასი ნივთები წაიღეს.

მოპარულია სეიფი მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან, რომელიც ილია ჭავჭავაძის გამზირზე მდებარეობს.

უცნობმა პირებმა კორპუსის სარდაფიდან იატაკი ამოჭრეს და შენობაში ამ ფორმით შეაღწიეს. ადგილობრივების თქმით, შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.

"ინტელექსპრესის" ადვოკატის თქმით, შემთხვევის დროს სიგნალიზაცია ჩაირთო, ადგილზე მივიდა დაცვის პოლიცია, თუმცა ისინი შენობაში არ შევიდნენ და ობიექტი შემოწმების გარეშე დატოვეს, რა დროსაც ქურდებმა შეუმჩნევლად წასვლა მოახერხეს.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. სამართალდამცველებმა კამერების ჩანაწერები ამოიღეს და ადგილობრივები გამოკითხეს.

 

დღის ამბები