24 ოქტომბერი 2020,   19:35
ვრცლად
ასეთი ოპოზიცია სუბიექტურად შეიძლება "ქართული ოცნების" წისქვილზე ასხამდეს წყალს, მაგრამ არა ქვეყნის წისქვილზე - მამუკა მდინარაძე ენმ-ზე

"ქართული ოცნების" უმრავლესობის ლიდერი, ვიცე-სპიკერი მამუკა მდინარაძე "ნაციონალურ მოძრაობასა" და მის ლიდერს მიხეილ სააკაშვილს წარსულის პარტიას უწოდებს და აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ოპონენტების ყოლა სუბიექტურად შეიძლება "ქართული ოცნების" წისქვილზე ასხამდეს წყალს, მსგავსი ოპოზიცია ქვეყნისთვის არაა კარგი:

"სუბიექტურად შეიძლება "ქართული ოცნების" წისქვილზე ასხამდეს წყალს, მაგრამ ასეთი ოპოზიცია, ის და მისი კლასტერი, წარმოუდგენელია რომ ქვეყნის წისქვილზე ასხამდეს წყალს. სუბიექტივიზმი ერთია, მაგრამ არ მინდა ამ შემთხვევაში პარტიული მიზნებიდან გამომდინარე ვილაპარაკო. შეიძლება ერთი გაგებით, ასეთი სუსტი ოპონენტი იყოს კარგი და კომფორტული პარტიისთვის, მაგრამ ასეთი ცუდი ოპონენტი და ასეთი ცუდი ოპოზიცია თავის ლიდერით, არის ქვეყნისთვის ძალიან ცუდი. ქართველ ხალხს ამ საპარლამენტო არჩევნებზე აქვს უნიკალური შესაძლებლობა ჩამოიშოროს საერთოდ პოლიტიკისგან და ის ნიშა, რაც დარჩება, თუნდაც რადიკალური ოპოზიციის, საქმეზე მოლაპარაკე ხალხმა აიღოს და ოპონირება გაგვიწიოს 2020-დან 2024-მდე იმგვარად, რომ მათ ჰქონდეთ წარმატების შანსი უკვე 2024-ში. წარსულის პარტიას არანაირი შანსი არ აქვს საამისოდ," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები